
ᲑᲘᲫᲘᲜᲐ ᲒᲣᲯᲐᲑᲘᲫᲔ
ᲛᲗᲐᲛᲡᲕᲚᲔᲚᲘ
ზოგისთვის მწვერვალი საბოლოო დანიშნულების ადგილია. ბიძინა გუჯაბიძისთვის კი ყოველი მწვერვალის შემდეგ ახალი გზა იწყება.
ფიზიკურად კი სამი კაცი ვიქნებით, მაგრამ ეს გამარჯვება ყველასთვის გვინდა.
ცისკარი - აღმოჩენებისა და შემეცნების ქართული პლატფორმაცისკარი - აღმოჩენებისა და შემეცნების ქართული პლატფორმა
არის ამბები, რომლებიც ჩვენგან შორს ხდება, მაგრამ იმაზე ახლოს გვეხება, ვიდრე გვგონია.
დედამიწაზე გარემო და ბუნების ჩვეული რიტმი იცვლება. ჩვენ კი ხშირად ისე ვაგრძელებთ ცხოვრებას, თითქოს ეს ყველაფერი სადღაც სხვაგან ხდება. მაგრამ სამყაროში არ არსებობს იმდენად შორეული ადგილი, რომ იქ მიმდინარე ცვლილებები ჩვენ არ გვეხებოდეს.
და თუ ამის დასანახად თუნდაც დედამიწის კიდემდე წასვლაა საჭირო, რატომაც არა?

პირველი მისიისთვის დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური და შორეული ადგილი შევარჩიეთ: ანტარქტიკა.
კონტინენტი, რომელიც ადამიანის გამძლეობას ცდის, მეცნიერულ კვლევებს შთააგონებს და გვახსენებს, რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენი პლანეტა.
ერთი ექსპედიცია. ორი არაჩვეულებრივი გამოწვევა.
Mount Vinson - ანტარქტიკის უმაღლეს მწვერვალზე ასვლა.
Last Degree - სამხრეთ პოლუსამდე ბოლო 111 კილომეტრის თხილამურებით გავლა.
სამი ადამიანი. სამი განსხვავებული ხედვა. ერთი მისია.

ᲛᲗᲐᲛᲡᲕᲚᲔᲚᲘ
ზოგისთვის მწვერვალი საბოლოო დანიშნულების ადგილია. ბიძინა გუჯაბიძისთვის კი ყოველი მწვერვალის შემდეგ ახალი გზა იწყება.
ფიზიკურად კი სამი კაცი ვიქნებით, მაგრამ ეს გამარჯვება ყველასთვის გვინდა.

ᲒᲔᲝᲒᲠᲐᲤᲘ ᲓᲐ ᲒᲚᲐᲪᲘᲝᲚᲝᲒᲘ
ზოგი სამყაროს იმისთვის იკვლევს, რომ მეტი გაიგოს, გიორგი გოცირიძისთვის კი ახალი აღმოჩენები უკეთესი მომავლის საფუძველია.
ექსპედიცია ყურადღების მიპყრობის საშუალებაა, რომელიც შემდეგ ამ ყურადღებას ცოდნისა და შემეცნებისკენ მიმართავს.

ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲐᲚᲘᲡᲢᲘ
ყველაზე დიდი ისტორიები ჩვენამდე იმ ადამიანის დამსახურებით აღწევს, რომელმაც ფირზე აღბეჭდა. ნიკა ლებანიძეს სწორედ ეს მისია აქვს.
-55 გრადუსში გადაღებაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ ადამიანებმა არა მხოლოდ ამბავი ნახონ, არამედ ის ემოციები იგრძნონ, რასაც ჩვენ გამოვცდით.
წინ კიდევ ბევრი გზაა და ბევრი ამბავი, რომლის მოყოლაც ღირს.
დააჭირე ანგარიშის ნომრის დასაკოპირებლად

ᲐᲜᲢᲐᲠᲥᲢᲘᲙᲐ ᲛᲮᲝᲚᲝᲓ ᲓᲐᲡᲐᲬᲧᲘᲡᲘᲐ